Belive

პოგბა და მადრიდის რეალი ისევ აქტუალურია - სატრანსფერო ფასი საგრძნობლად შემცირდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პოლ პოგბასა და მადრიდის "რეალთან" კიდევ ერთხელ დააკავშირეს, რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა შეამცირა ნახევარმცველის სანაცვლოდ მოსათხოვი თანხის ოდენობა. იმ შემთხვევაში, თუ ბოლოს და ბოლოს ტრანსფერი შედგება, "წითელი ეშმაკები" "სამეფო კლუბისგან" მხოლოდ 60 მილიონ ევროს მიიღებენ. პოგბას მომავალი მთავარ სალაპარაკო პუნქტად რჩება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ოლე გუნარ გუნდი მალე დატოვოს. როგორც ამას ესპანური გამოცემა AS აცხადებს, "ლოს ბალნკოსმა" კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაინტერესებული მხარეა. ზინედინ ზიდანს ამ ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის სურდა, თუმცა თანამემამულის დამატებაში დაბრკოლებას მუდამ ფინანსური მხარე წარმოადგენდა. იტალიური Calciomercato კი წერს, რომ ესპანეთში გადაბარგება თავად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სურვილიცაა და სატრანსფერო თანხის შემცირება სწორედ მისი და ინგლისური კლუბის თანამშრომლობის შედეგად მოხერხდა. მიმდინარე სეზონში 27 წლის ფრანგის აქტივში 10 მატჩში გატანილი 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები