Belive

პოგბა: "გრიზმანი, მბაპე, ვარანე, კანტე - ეს ფეხბურთელები ოქროს ბურთს ჩემზე მეტად იმსახურებენ"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ვარსკვლავი პოლ პოგბა ყველასთვის მოულოდნელ და საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომელიც ოქროს ბურთის კანდიდატებს ეხებათ.  პოლ პოგბა აღიარებს, რომ ის არ იმსახურებს ოქროს ბურთს, მიზეზად კი უფრო ღირსეულ კანდიდატებს ასახელებს - საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 4 ფეხბურთელი, ესენი არიან: ანტუან გრიზმანი, კილიან მბაპე, რაფაელ ვარანე და ნგოლო კანტე. "გრიზმანი, მბაპე, ვარანე, კანტე - ეს ფეხბურთელები გაცილებით უფრო მეტად იმსახურებენ ოქროს ბურთს, ვიდრე მე",- განაცხადა ფრანგმა. პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო 30 ფეხბურთელს შორის მოხვდა. ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალი 3 დეკემბერს, პარიზში ჩატარდება.

სხვა სტატიები