Belive

პოგბა ხამესის სანაცვლოდ - მანჩესტერს კოლუმბიელი ვარსკვლავი სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურები აქტიურად აკვირდებიან ხამეს როდრიგესის გარშემო შექმნილ ვითარებას. 2014 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული ბრწყინვალე მატჩების შემდეგ, £63 მილიონის სანაცვლოდ ხამესი "რეალს" შეუერთდა - თუმცა "ბლანკოსში" გატარებული სეზონების მიუხედავად, ხამესმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურებმა შესაძლოა პოლ პოგბა ხამეს როდრიგესის გასაფორმებლად გამოიყენონ. "რეალს" პოლ პოგბას შეძენა სურს და დიდი ალბათობით, ზაფხულში ფრანგი ვარსკვლავი "სამეფო კლუბის" მაისურს მოირგებს. "წითელი ეშმაკების" წარმომადგენლებს სურთ, რომ პოგბას ტრანსფერის სანაცვლოდ ხამეს როდრიგესი იხილონ "ოლდ ტრაფორდზე". აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" არ არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ხამეს როდრიგესის გაფორმება სურს. კოლუმბიელი ვარსკვლავის სამსახურით "იუვენტუსი" და "ევერტონიც" ინტერესდებიან. "კანფეტების" მთავარი მწვრთნელი - კარლო ანჩელოტი იმედოვნებს, რომ ხამესთან არსებული მეგობრული ურთიერთობა ტრანსფერის განხორციელებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

სხვა სტატიები