Belive

პოგბა მანჩესტერ იუნაიტედის პროგრესზე საუბრობს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარნლის", "უოტფორდისა" და "იანგ ბოისის" დამარცხების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ვარსკვლავი საინტერესო კომენტარს აკეთებს. უკანასკნელ ტურებში, "წითელი ეშმაკების" მიერ ჩატარებული მაღალი დონის მატჩებით, პოლ პოგბა აღფრთოვანებულია და აღნიშნავს, რომ მოგებათა სერია პრემიერლიგის გრანდზე დადებით გავლენას მოახდენს. "მანკუნიანელთა" ფრანგმა ვარსკვლავმა განსაკუთრებით გამორჩეული მატჩი, "იანგ ბოისის" წინააღმდეგ ჩაატარა და გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. "მოგებების სერიამ მენტალურად გაგვაძლიერა. როდესაც იმარჯვებ ბედნიერი ხარ და ძლიერდები. "იანგ ბოისის" დამარცხება უმნიშვნელოვანესი იყო, რადგანაც ჩემპიონთა ლიგაზე პირველ მატჩს ვატარებდით და აუცილებელი იყო ტურნირის წარმატებით დაწყება. შესაძლოა ჩვენი თამაშის ხარისხი ჯერ კიდევ დასახვეწია მაგრამ მივიღეთ ის შედეგი რაც გვსურდა", აღნიშნა პოლ პოგბამ.

სხვა სტატიები