Belive

პოგბას მომავალს რეალს უკავშირებენ - მინო რაიოლა საქმეს შეუდგა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი ფიგურა პოგბა, შესაძლოა მადრიდის "რეალის" წევრი გახდეს. აღნიშნულ ინფორმაციას Goal.com ავრცელებს, რომლის თანახმადაც პოგბას საყოველთაოდ ცნობილი აგენტი მინო რაიოლა სულ უფრო და უფრო ხშირ კომუნიკაციას ამყარებს "ბლანკოსთან". AS-ის ცნობით თავად პოგბას სურვილი, არა "მანჩესტერში" დარჩენა ან "იუვენტუსში" დაბრუნება, არადამედ "რეალში" გადასვლაა. ცნობილია ისიც, რომ "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, პოგბას შეძენის ინიციატორი არაერთხელ ყოფილა. პოგბას "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2021 წელს უმთავრდება, რაც ცხადყოფს, რომ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკების ჩაშლის შემთხვევაში, მანჩესტერული კლუბი მას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში შეელევა, ვინაიდან სხვა შემთხვევაში, "წითელი ეშმაკები" ძალიან დიდ თანხას დაკარგავენ.
Paul-Pogba-poses-after-signing-for-Manchester-United
სტატიაში დიდი ყურადღება ენიჭება, იმ ფაქტს, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ტრანსფერით განსაკუთრებულადაა დაინტერესებული მინო რაიოლა, ცხადია, მას პირადი ინტერესი უდიდესი აქვს, ვინაიდან სპორტის ქომაგებს კარგად ახსოვთ თუ რაოდენ დიდი მოგება დარჩა მას მაშინ, როცა პოგბამ "იუვენტუსიდან" "მანჩესტერში" კოლოსალურ თანხად, 105 მილიონ ევროდ გადაინაცვლა. მიმდინარე სეზონში, რომელიც კორონავირუსის გამო განუსაზღვრელი ვადითაა შეჩერებული, პოგბა მინდორზე მხოლოდ 8-ჯერ გამოჩნდა, რა პერიოდშიც მან 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ბოლო პერიოდში ფრანგი ფეხბურთელი მინდორზე ვეღარ ჩნდება, ვინაიდან მას კოჭის ტრავმა აწუხებს.

სხვა სტატიები