Belive

პოგბა: სქოულზისა და პირლოსგან ბევრი რამ ვისწავლე

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერმა - პოლ პოგბამ აღნიშნა, რომ პოლ სქოულზისა და ანდრეა პირლოსგან ბევრი რამ ისწავლა. პოგბას მტკიცებით, ინგლისელი და იტალიელი ვარსკვლავები მისი ინსპირაციის წყაროა. უკანასკნელ პერიოდში კრიტიკის ქარცეცხლში გახვეული პოგბას მიმართ სპეკულაციები არ წყდება. არაერთი გავლენიანი ტაბლოიდის მტკიცებით, ზაფხულში პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს და "რეალს" შეუერთდება. "მათგან ბევრი რამ ვისწავლე. გულწრფელად გეტყვით, მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ვსწავლობ. წარმოუდგენელი იყო მათი ვარჯიშების ყურება - ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ჯერ კიდევ თავდაუზოგავად უნდა ვიშრომო და ვივარჯიშო. პირლო და სქოულზი - ორი ნახევარმცველი, რომელიც თამაშს აკონტროლებს. ფეხბურთელები, რომლებსაც უნდა დააკვირდე - მათგან ბევრი რამ ვისწავლე. ვარჯიში განვაახლე. დიდი ხნის წინ, იმედგაცრუებული ვიყავი - ახლა მხოლოდ მომავალზე ვფიქრობ და თავდაუზოგავად ვშრომობ. რაც შეიძლება მალე დაბრუნება და გუნდთან ერთად ვარჯიში მსურს", - აღნიშნა პოლ პოგბამ.

სხვა სტატიები