Belive

პოგბა თავის ყოფილ და ამჟამინდელ კუმირებს ასახელებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი, პოლ პოგბა თავის კუმირებზე ალაპარაკდა, ფრანმა ვარსკვლავმა სათითაოდ ჩამოთვალა თითოეული ის ფეხბურთელი, ვის თამაშსაც მასზე ზეგავლენა მოუხდენია. "მე იაია ტურესგან, ხავისგან, ინიესტასგან, სქოულზისგან და კერიკისგან ბევრს ვსწავლობდი, ყოველთვის ვუყურებდი მათ თამაშებს და მინდა ამ ცოდნისგან შევქმნა პოლ პოგბა, რომელიც უმაღლესი დონის ფეხბურთელი იქნება. ახლა კევინ დე ბრუინს, მოდრიჩს და კროოს ვუყურებ და ვცდილობ მათგან ავიღო საუკეთესო თვისებები" - თავმდაბლად განაცხადა ქედმაღლობით გამორჩეულმა პოგბამ. შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ, პოლ პოგბას მეორე სუნთქვა გაეხსნა და "წითელი ეშმაკების" ლიდერადაც ჩამოყალიბდა

სხვა სტატიები