Belive

"პოგბა უმაღლეს დონეზე არ დგას" - ედგარ დავიდსმა პოგბა გააკრიტიკა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, ედგარ დავიდსმა, საფრანგეთის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, პოლ პოგბა მწვავედ გააკრიტიკა. "მსოფლიო ჩემპიონატზე პოგბა მომეწონა, გამოვყოფდი ორ მატჩს, სადაც პოგბამ თავი დამამახსოვრა. თუმცა პოგბა უმაღლეს დონეზე არ თამაშობს - ცუდად არ გამიგოთ, მე ვაფასებ პოგბას ტალანტს, მაგრამ ფეხბურთი, მოედანზე 20 წუთის განმავლობაში თავის გამოჩენას არ ნიშნავს, მატჩი 90 წუთს გრძელდება," აღნიშნა ედგარ დავიდსმა. ედგარ დავიდსი ერთადერთი არაა, ვინც მოედანზე პოგბასგან მეტს მოელის - შეგახსენებთ რომ ჟოზე მოურინიომ პოლ პოგბას კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებაც გააკეთა.

სხვა სტატიები