Belive

პოგბამ დაბადების დღეზე საქველმოქმედო ფონდი შექმნა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ სოციალურ ქსელში UNICEF-ის მხარდაჭერით კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ფონდი შექმნა. 15 მარტს, ფრანგი ფეხბურთელი 27 წლის გახდა, რის მერეც მან Instagram-ში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ როგორც კი საქველმოქმედო ფონდში 30 000 ევრო შეგროვდებოდა, ის თანხას გააორმაგებს. "დღეს დაბადების დღე მაქვს და მოხარული ვარ რომ ჩემი ოჯახის წევრები კარგად არიან, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა ასე არ არის. კორონავირუსი მსოფლიოში ბევრი ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება, მათ შორის ახალგაზრდების და ბავშვების. ასეთ დროს ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ",-დაწერა პოგბამ და ის ანგარიშები გამოაქვეყნა, რომელზეც ინფიცირებულებისა და მათზე მზრუნველი ადამიანებისთვის თანხის ჩარიცხვა იქნება შესაძლებელი. COVID19 მსოფლიოში ჩინეთიდან გავრცელდა და ბოლო მონაცემებით მას 6 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სხვა სტატიები