Belive

პოგბამ პენალტის გაფუჭების გამო მანჩესტერის ფანებისგან რასისტული სახის შეურაცხყოფა მიიღო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის მე-2 ტურის მატჩში პოლ პოგბამ თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა. "ვულვზთან" უკნიშვნელოვანესი პენალტის შესრულებისას, ფრანგს რუი პატრისიომ აჯობა. მატჩის მოგების ძალიან კარგი შანსი განიავების გამო, "იუნაიტედის" ფანებმა პოგბას სოციალურ ქსელში რასისტული სახის შეურაცხყოფა მიაყენეს. "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან: "გუნდის ყველა წევრი პოლ პოგბას ირგვლივ მომხდარი საშინელი ფაქტის გამო შეწუხებულია. ჩვენს კლუბს ნებისმიერი რასისტული გამოვლინებისთვის ნულოვანი ტოლერანტობა აქვს. აუცილებლად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დამნაშავეების იდენტიფიკაცია მოვახდინოთ. ყველა მათგანი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება," - ნათქვამია "იუნაიტედის" განცხადებაში. სამწუხაროდ, ეს ამ კვირაში უკვე მე-2 რასისტული გამოვლინებაა ფეხბურთში. "ჩელსის" ფეხბურთელმა, ტამი აბრაჰამმა შეურაცხყოფა UEFA-ს სუპერ თასზე გადამწყვეტი პენალტის გაფუჭებისთვის მიიღო.

სხვა სტატიები