Belive

პოგბამ რეალში შესაძლო ტრანსფერზე საინტერესო განცხადება გააკეთა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უცხოურ მედიაში იწერება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის, პოლ პოგბას შეძენა მადრიდის "რეალს" სურს. აღსაბიშნავია, რომ ფრანგი ნახევარმცველი სოლსკიაერის "იუნაიტედში" მისვლის შემდეგ, საუცხოო ფორმაში შევიდა. პოგბამ ცოტა ხნის წინ ინგლისურ მედიასთან "ბლანკოსში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა. "კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ "რეალი" ყველასთვის საოცნებო ადგილია. ჩემი აზრით, "სამეფო კლუბი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გუნდია. ასევე, მადრიდელთა მწვრთნელთან ზინედინ ზიდანთან მუშაობა ყველას ოცნებაა, ვისაც კი ფეხბურთი უყვარს. რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, მე "იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ. მომავალში რა მოხდება არ ვიცი, მაგრამ მანჩესტერში თავს ბედნიერიერად ვგრძნობ," - თქვა პოგბამ.

სხვა სტატიები