Belive

პოგბამ შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტნის სამკლავური მოირგოს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პოლ პოგბას გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, ოლე გუნარ სოლსკიაერმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. პოგბას აგენტის, მინო რაიოლას მტკიცებით, ფრანგ ვარსკვლავს "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება სურს - თუმცა ტრანსფერი შესაძლოა არ განხორციელდეს. ჟურნალისტებთან საუბრის დროს, "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ პოგბამ შესაძლოა მომავალ სეზონში კაპიტნის სამკლავური მოირგოს. ჟურნალისტის დასმულ კითხვას გახდება თუ არა პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი სოლსკიაერმა შემდეგი პასუხი გასცა: "შესაძლოა. ამ მხრივ საკმაოდ მცირე შესაძლებლობები გვაქვს და როგორც კი სეზონი დაიწყება აუცილებლად გაგაცნობთ ჩვენს აზრს. ამ წუთისათვის კაპიტანი ეშლი იანგია და იგი დარჩება კაპიტნად მანამ სანამ არ გადავწყვეტთ, რომ ეს პასუხისმგებლობა სხვას დავაკისროთ."

სხვა სტატიები