Belive

პოგბას ემოციური განცხადება რასიზმთან დაკავშირებით

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოლ პოგბამ რასიზმს ბრძოლა გამოუცხადა. საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავმა განაცხადა, რომ რასისტულ შეძახილებს ყურადღებას არ აქცევს და ის მხოლოდ აძლიერებს. "ჩემმა წინაპრებმა და მშობლებმა უდიდესი მსხვერპლი გაიღეს, რათა ჩემი თაობა დღეს თავისუფალი იყოს - ვიმუშავოთ, ვიმგზავროთ ავტობუსით, ვითამაშოთ ფეხბურთი. რასისტული შეძახილები არის უმეცრება, ის მეხმარება, რომ უფრო მეტად გავძლიერდე და მაძლევს მოტივაციას განვაგრძო ბრძოლა მომავალი თაობისთვის", - აღნიშნა პოლ პოგბამ.

სხვა სტატიები