Belive

პოგბას ემოციური სიტყვები ჰადერსფილდთან მატჩის წინ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მაშინ, როდესაც საფრანგეთის ეროვნული ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 1/8-ფინალურ ეტაპზე არგენტინას დაუპირისპირდა, ყველამ კარგად ნახა თუ რა ბრწყინვალედ შეუძლია პოლ პოგბას გუნდის ლიდერობა, საქმე იმაშია რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს ჟოზე მოურინიოსთან უთანხმოების შედეგად კაპიტნის სამკლაურის დათმობა მოუწია, რომელიც მანჩესტერელთა კიპერმა დე ხეამ დროებით გადაიბარა. მიუხედავად ამისა პოლ პოგბა "წითელი ეშმაკების" უცვლელ ლიდერად რჩება, ამის დასტური კი მისი სიტყვები იყო, რომელიც მან ჰადერსფილდთან მატჩის წინ მოედანზე გასასვლელ დერეფანში გააჟღერა. "არ არის აუცილებელი იყო კაპიტანი იმისათვის, რომ ილაპარაკო და საკუთარ გუნდს მოტივაცია და შემართება აუმაღლო მატჩის წინ. ლიდერი და კაპიტანი არის ის ვისაც მოედანზე თვალებით და სიტყვებით უშუალო კონტაქტი აქვს თითოეულ ფეხბურთელთან, მე კი ბევრი კაპიტანი მინახავს ისეთი ვისაც ეს არ შეუძლია, მათ როლს კი სხვა მოთამაშეები ასრულებდნენ - სწორედ ამიტომ ვიმეორებ, რომ არ არის აუცილებელი გეკეთოს კაპიტნის სამკლაური რათა გერქვას ლიდერი", - განაცხადა ფრანგმა ნახევარმცველმა.  

სხვა სტატიები