Belive

პოგბას იუვენტუსში დაბრუნება სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პოლ პოგბას რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას სურს, ეს ახალი ამბავი არ არის - ფრანგმა ფეხბურთელმა გასულ კვირას საჯაროდ განაცხადა, რომ "გუნდის დატოვების დრო მოვიდა." მთავარი საკითხია, თუ რომელ გუნდში გააგრძელებს მსოფლიო ჩემპიონი კარიერას. ცნობილია, რომ პოგბას შეძენით მადრიდის "რეალი" ინტერესდება - მადრიდელები მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურობენ და გუნდის განახლება აქვთ მიზნად დასახული. თუმცა იტალიური მედიის ცნობით, პოლ პოგბას მადრიდის "რეალში" გადასვლას, ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნება ურჩევნია. პოგბას "მანჩესტერთან" კონტრაქტი კიდევ 2 წლის განმავლობაში აკავშირებს. ამჟამად მისი სატრანსფერო ღირებულება €100 მილიონს შეადგენს.

სხვა სტატიები