Belive

პოგბას მომავალი ჩემპიონთა ლიგაზეა დამოკიდებული

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უცხოური მედია პოლ პოგბას "იუნაიტედიდან" შესაძლო წასვლაზე კვლავ ალაპარაკდა. იტალიური Tuttosport-ის ინფორმაციით, დიდია იმის შანსი, რომ ფრანგი ნახევარმცველი "იუვენტუსში" დაბრუნდეს. წყაროს თანახმად, პოგბას "იუნაიტედში" დარჩენა დამოკიდებულია ევროტურნირების საგზურზე. თუ "წითელი ეშმაკები" წელს პრემიერლიგაში ოთხეულში გავლენ, ფრანგი წასვლას აღარ მოისურვებს. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში პოგბამ "იუნაიტედის" მაისური 34-ჯერ მოირგო, სადაც 14 გოლსა და 11 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.

სხვა სტატიები