Belive

პოგბას შემცვლელი მანჩესტერში? - „სჯობს დაურეკოთ სოლს“

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიმდინარე კვირაში უკვე მეოთხედ, დასავლური სპორტული მედია ჟოზე მოურინიოსა და პოგბას შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობასთან დაკავშირებით იუწყება. პოგბას წასვლის საკითხი უკვე მოძველებული თემაა - საინტერესოა, თუკი ფრანგი „ოლდ ტრაფორდიდს“ მართლა დატოვებს, ვინ ჩაანაცვლებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონს? ესპანური AS წერს, რომ პოგბას წასვლის შემთხვევაში, მოურინიო "ატლეტიკოს" ნახევარმცველის, საულ ნიგესის შეძენას მოისურვებს. აღსანიშნავია ისიც, რომ 8 სექტემბერს, საულმა "უემბლიზე" ინგლისელებს გოლი გაუტანა, ხოლო ჟოზე მოურინიო კი ამ დროს ტრიბუნაზე იმყოფებოდა. As-ის ცნობით, ჟოზე საულით იმდენად არის მოხიბლული, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას ახალგაზრდა ესპანელში 150 მილიონი ევროს (!!!) გადახდა სთხოვა. საინტერესოა, რამდენად მოახერხებს ჟოზე მოურინიო ზაფხულის წარუმატებელი სატრანსფერო პოლიტიკის შემდეგ ტოპ-ტრანსფერის განხორციელებას და რამდენად შეძლებს საული „მანჩესტერ იუნაიტედს“ ნახევარდაცვის ხაზში პრობლემების ისევე ეფექტურად მოგვარებას, როგორც ამას Better Call Saul-ში სოლ გუდმენი ახერხებდა. მორიგი სიახლის გავრცელებამდე, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ საულ ნიგესის შესანიშნავი გოლი მიუნხენის "ბაიერნთან."

სხვა სტატიები