Belive

პოლ გასკოინი | მთვრალიც კი ფილ ფოდენზე უკეთესი ფეხბურთელი ვიყავი

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პოლ გასკოინისა და ფილ ფოდენის მსგავსების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, "გაზა" ორიგინალურად გამოეხმაურა და საკმაოდ სკანდალური პასუხი გასცა. გასკოინის მტკიცებით, მთვრალიც კი ფილ ფოდენზე უკეთესი ფეხბურთელი იყო. ინგლისელი მაგიკოსი ფილ ფოდენის ახალ სტილს გამოეხმაურა. ამომავალმა ინგლისელმა ვარსკვლავმა, შეიძლება ითქვას, რომ გასკოინის საკულტო თმის ფერი და ვარცხნილობა გადააკოპირა, რომლითაც "გაზა" EURO 1996-ზე ასპარეზობდა. ყველასათვის მოულოდნელად, "გაზამ" ფოდენის შექებისა და გამხნევების ნაცვლად, ტალანტი გააკრიტიკა. Sun Sport-სთან საუბარში, მისი და ფილ ფოდენის მსგავსების შესახებ დასმულ კითხვას, გასკოინმა უპასუხა: "მე არავინ მგავს და ვერავინ შემედრება."
"თვალდახუჭული, ვისკის ბოთლითა და ბაკარდით მთვრალი შევძლებ ნებისმიერის დამარცხებას. ფილ ფოდენი კარგი ფეხბურთელია და ის შეიძლება კიდევ უფრო კარგი გახდეს. მას ცოტაოდენი "სიხარბე" კიდევ უფრო ძლიერს გახდის", - აღნიშნა პოლ გასკოინმა.
25 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, EURO 1996-ზე, პოლ გასკოინმა შოტლანდიას სენსაციური გოლი გაუტანა.  

სხვა სტატიები