Belive

პოლ მერსონის განცხადებამ არსენალის ფანები გააღიზიანა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა და Sky Sports-ის საფეხბურთო მიმომხლილველმა, პოლ მერსონმა ჩრდილო ლონდონური კლუბის გულშემატკივრები გააღიზიანა. ბრიტანელი საფეხბურთო მიმომხილველის აზრით, "არსენალს" ჩემპიონობის შანსი არ აქვს. პოლ მერსონის მტკიცებით, იდეალური იქნება თუ "არსენალი" სეზონს პრემიერლიგის საუკეთესო ექვსეულში დაამთავრებს და მთავარი აქცენტი ევროპა ლიგაზე გაკეთდება. მერსონი თვლის, რომ უნაი ემერის ევროპა ლიგაზე წარმატების მიღწევის საკმაოდ რეალური შანსი აქვს. "სავარაუდოდ მე-6 ადგილზე გავალთ, მაგრამ იდეალური ვარიანტი იქნება თუ "არსენალი" სეზონს მე-5 პოზიციაზე დაასრულებს. ევროპა ლიგაზე წარმატების მიღწევის გაცილებით უფრო მაღალი შანსი გვაქვს. უნაი ემერის და ზოგადად ევროპელ მენეჯერებს, ევროპა ლიგა უყვართ. 1994 წლის შემდეგ, "არსენალს" ევროსარბიელზე არასდროს გაუმარჯვია. "მეთოფეებს" პრემიერლიგის მოგების შანსი არ აქვთ, ამიტომაც ევროპა ლიგაზე უნდა სცადონ წარმატების მიღწევა", აღნიშნა მერსონმა.

სხვა სტატიები