Belive

პოლ პოგბა: ჩემი მომავალი ამ კლუბს ეკუთვნის

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პოლ პოგბას მომავალი, ბრიტანული ტაბლოიდებისათვის სპეკულირების მთავარ თემად იქცა. არაერთი გავლენიანი გამოცემის მტკიცებით, პოგბა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს "ოლდ ტრაფორდს". ფრანგი ნახევარმცველის გაფორმების ყველაზე რეალურ კანდიდატად "ბარსელონა" სახელდება. "ბლაუგრანას" რიგები ანდრეს ინიესტამ დატოვა, პაულინიო კი თავად კატალონიელებმა გაასხვისეს. ნახევარდაცვაში გაჩენილი სიცარიელის შემდეგ, "ბარსელონას" მესვეურები გუნდში მაღალი დონის ნახევარმცველის მიყვანას გეგმავენ. მედიაში ატეხილ აჟიოტაჟს პოლ პოგბა ეხმაურება. ფრანგი ფეხბურთელის მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში იგი თავს ბედნიერად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს. "კონცენტრირებას ფორმის აღდგენაზე ვახდენ. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, გუნდს დაგვიანებით შევუერთდი, ამიტომ ინტენსიური დატვირთვით ვვარჯიშობ. ჩემი მომავალი "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნის. ჩემს ტრანსფერთან დაკავშირებით ყოველთვის საუბრობდნენ და კვლავ ისაუბრებენ. მთავარია, რომ აღნიშნულ ინფორმაციას მე რ ვავრცელებ", აღნიშნა პოლ პოგბამ.

სხვა სტატიები