Belive

პოლ პოგბა იუვენტუსში ბრუნდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
6 წლის შემდეგ პოლ პოგბა "ბებერ ქალბატონს" უბრუნდება. ივნისის ბოლოს ფრანგი ნახევარმცველის კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან" იწურება და საბოლოოდ დატოვებს კლუბს. შეგახსენებთ, რომ პოგბა მანჩესტერულ კლუბში 89,3 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა და ახლა ის "იუვენტუსს" უფასოდ შეუერთდება. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პოლი იტალიაში ორ კვირაში ჩაფრინდება. იყო  "რეალისა" და "პარი-სენ ჟერმენის" შემოთავაზებებიც, თუმცა ფრანგმა იტალიაში დაბრუნება არჩია. ოლდ ტრაფორდზე გადასვლამდე პოლი "იუვენტუსის" რიგებში საკმაოდ კარგად ასპარეზობდა. იტალიურ კლუბში თამაშის დროს პოგბამ ოთხი სერია ა და ორი  იტალიის თასი მოიგო, ხოლო "მანჩესტერში" ევროპა ლიგა და კარაბაოს თასი. "იუნაიტედის" გულშემატკივრების იმედგაცრუება, პოგბასთან მიმართებაში, გადაიზარდა გაბრაზებაში, ბოლო კვირებში პოგბას  დოკუმენტური ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, სახელწოდებით "The Pogmentary". დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთ მომენტში ნაჩვენებია პოგბა და მისი აგენტი, რომლებიც  მსჯელობენ "იუნაიტედისგან" კვირაში 300,000 ფუნტის კონტრაქტის შეთავაზებაზე, რომელსაც ნახევარმცველმა "არაფერი" უწოდა. Daily Mail-ის ცნობით, პოგბა "იუნაიტედისგან" ერთგულების ბონუსს,  3,78 მილიონ ფუნტს მიიღებს პოგბამ  ინგლისური კლუბის რიგებში 233 მატჩში, 39 გოლი გაიტანა. "იუვენტუსში" 4 სეზონში პოგბამ 178-ჯერ ითამაშა და  34 გოლი გაიტანა.    

სხვა სტატიები