Belive

პოლ პოგბა იუვენტუსში ბრუნდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ნახევარმცველი, პოლ პოგბა კარიერას ტურინის ,,იუვენტუსში'' გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი ,,ბებერ ქალბატონებს'' ხელშეკრულების დეტალებზე უკვე შეუთანხმდა და ტრანსფერი მალე ოფიციალურად დადასტურდება. ნახევარმცველით, ასევე, ,,პარი სენ ჟერმენიც'' ინტერესდებოდა. პოგბა ,,იუვენტუსში'' 2012-2016 წლებშიც თამაშობდა და ტურინულ კლუბთან ერთად სერია ა 4-ჯერ მოიგო. გასულ სეზონში 29 წლის ფეხბურთელმა ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.


სხვა სტატიები