Belive

პოლ პოგბა კიდევ 5 წელი მანჩესტერში?!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის გახსნის შემდეგ შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურველი კლუბები სულ უფრო აქტიურნი ხდებიან. სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური "მანჩესტერ იუნაიტედია", რომელიც ამჯერად საკუთარი ფეხბურთელის შენარჩუნებისათვის იბრძვის. "წითელი ეშმაკები" პოლ პოგბას კონტრაქტის გახანგრძლივებას კიდევ 5 წლით სთავაზობენ. The Sun-ის ცნობით ინგლისელები ზემოთხსენებული საკითხის რეალიზებასთან ძალიან ახლოს არიან, თუმცა ოფიციალურად ჯერ არაფერი დადასტურებულა. პოლ პოგბამ მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო მხოლოდ 13 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 1 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები