Belive

პოლ პოგბა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოლ პოგბა ყატარში გასამართ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. ამ ინფორმაციას მისი აგენტი რაფაელა პიმენტა ადასტურებს.

პოგბა, რომელიც 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის მთავარი წევრი იყო, "იუვენტუსის" ბაზაზე მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც ტურინულ კლუბში უფასო აგენტის სტატუსით დაბრუნდა. 29 წლის ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა ივლისში მიიღო, სექტემბერში კი ოპერაცია გაიკეთა. ის ახლახან დაუბრუნდა ვარჯიშებს, მაგრამ მისმა აგენტმა დაადასტურა, რომ იგი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

"ტურინოსა და პიტსბურგში ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ძალიან მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ პოლ პოგბას ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან იწელება. ამ მიზეზით, პოლი ვერ შეუერთდება "იუვენტუსს" მსოფლიო ჩემპიონატის შესვენებამდე და ვერც, საფრანგეთის ეროვნულ გუნდს ყატარში. მინდა აღვნიშნო, ეს რომ მასზე იყოს დამოკიდებული, პოლი ხვალვე ითამაშებდა." - თქვა რაფაელა პიმენტამ.

სავარაუდოდ, 9 ნოემბერს, საფრანგეთის მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი, საბოლოო შემადგენლობას დაასახელებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

"ლე ბლე" მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას 22 ნოემბერს იწყებს. მათი პირველი მეტოქე ავსტრალიის ნაკრები იქნება.

სხვა სტატიები