Belive

პოლ პოგბა: "როცა არ იცი, რა ხდება გუნდის შიდა სამზარეულოში, არ უნდა ილაპარაკო"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ვარსკვლავის, პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ ორშაბათს განაცხადა, რომ მის კლიენტს სეზონის ბოლოს "წითელი ეშმაკების" დატოვება სურს. Tuttosport-თან საუბრისას რაიოლამ აღნიშნა:
"პოლი უკმაყოფილოა "იუნაიტედში" ყოფნით, ის ვერ ახერხებს საკუთარი თავის წარმოჩენას ისე, როგორც ეს თავად სურს და ისე, როგორც მისგან ელიან". "მას გუნდის და გარემოს შეცვლა სჭირდება. მას გუნდთან აკავშირებს კონტრაქტი, რომელიც წელიწადნახევარში 2022 წლის ზაფხულში ამოიწურება, მაგრამ ყველა მხარისთვის უკეთესი იქნება, თუ გუნდს უახლოეს მომავალში დატოვებს".
პოგბას აგენტმა განცხადება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის წინ გააკეთა, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო, თუ რომელი გუნდი იასპარეზებდა მერვედფინალში. "იუნაიტედმა" შეხვედრა "ლაიფციგთან" 3:2 წააგო და ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა. სულშერის გუნდი თებერვლიდან ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას და არა ჩემპიონთა ლიგაზე. "ლაიფციგთან" შეხვედრაში ფრანგი ნახევრამცველი ცვლილებაზე შემოვიდა და მის აქტიურობას გერმანელთა კარში გატანილი გოლიც მოჰყვა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ჯგუფიდან გასასვლელად. "ლაიფციგთან" შეხვედრის შემდეგ ოლე გუნარ სულშერი მინო რაიოლას განცხადებას გამოეხმაურა.
"პოლის აგენტი რაც უფრო მალე მიხვდება, რომ ფეხბურთი გუნდური სპორტის სახეობაა და ჩვენ ერთად ვმუშაობთ, მით უკეთესი".
რაიოლას განცხადების შემდეგ პოგბას არაერთი კრიტიკოსი გამოუჩნდა და ზოგადად ამ საკითხმა ბევრი გაუგებრობა გამოიწვია, პოგბა "იუვენტუსსაც" დაუკავშირეს და მისი ტურინულ გრანდში დაბრუნება არ გამორიცხეს. პრემიერ ლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში სადაც, "იუნაიტედმა" თანაქალაქელ "სიტის" უმასპინძლა, სულშერმა პოგბა ძირითად შემადგენლობაში დააყენა, თუმცა ფრანგმა შთამბეჭდავი შეხვედრა ვერ ჩაატარა, ისევე, როგორც ორივე გუნდმა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. "სიტისთან" შეხვედრის შემდეგ პოგბამ დუმილი დაარღვია და ინსტაგრამის საშუალებით მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
"ყოველთვის ვიბრძოდი და ყოველთვის ვიბრძოლებ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის", თანაგუნდელებისთვის და გულშემატკივრებისთვის. რასაც ჩემზე საუბრობენ, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მომავალი შორსაა, მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს არის და მე 1000%-ით ვარ მონდომებული, რომ გუნდს დავეხმარო. ერთად ძლიერები ვართ. ჩემსა და კლუბს შორის ყველაფერი ცხადი იყო და ეს არადროს შეიცვლება". "როდესაც არ იცი რა ხდება შიდა სამძარეულოში, არ უნდა ილაპარაკო".
მიუხედავად პოგბას განცხადებისა, როცა საქმე მის გუნდში დარჩენას თუ წასვლას ეხება, გულშემატკივრები მაინც გაურკვევლობაში არიან.      

სხვა სტატიები