Belive

პოლ პოგბამ დაასახელა მეტოქე, რომლის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად გაუჭირდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ნახევარმცველი, პოლ პოგბა, ყველაზე რთულ მეტოქედ, რომლის წინააღმდეგაც უთამაშია, ემრე ჯანს მიიჩნევს:
,,ასეთი ფეხბურთელი ემრე ჯანია... რა თქმა უნდა, ნ'გოლო კანტეც, მაგრამ, მახსოვს, რომ ერთხელ ემრე ჯანის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა მქონდა. თუმცა, როცა კანტეს გაცდები, გგონია, რომ კიდევ ერთი ნ'გოლო არსებობს, რადგან ის ძალიამ მალე ბრუნდება,'' - პოგბას სიტყვებს Mirror-ი ციტირებს.
ემრე ჯანი ახლა დორტმუნდის ,,ბორუსიაში'' თამაშობს, სადაც 2020 წელს ,,იუვენტუსიდან'' 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის ანგარიშზე ,,ბორუსიას'' მაისურით ჩატარებულ 21 შეხვედრაში 3 გოლია.

სხვა სტატიები