Belive

პოლ პოგბასთვის ბრძოლაში ინტერი ერთვება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო პერიოდის განმავლობაში, უცხოურ მედიაში პოლ პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლის შესახებ ძალიან ბევრი სიახლე იწერება. დიდწილად ფრანგის ბედს მადრიდის "რეალს" უკავშირებენ, თუმცა დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანტონიო კონტე პოგბას საკუთარ გუნდში გადმობირებით ინტერესდება. როგორც La Gazzetta dello Sport იუწყება იტალიელი სპეციალისტი "ინტერში" პოგბას პოზიციაზე არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა, შესაბამისად მისი დაინტერესება ფრანგის მიმართ საკმაოდ სერიოზულია. ამ ეტაპისათვის უცნობია თუ რა შეთავაზებას გაუკეთებს სერია ა-ს ერთ-ერთი გრანდი პოლ პოგბას, რომელსაც "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

სხვა სტატიები