Belive

პოლ პოგბაზე გადაღებულ დოკუმენტურ სერიალს IMDB-ზე ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დოკუმენტურ სერიალს, Pogmentary-ს, რომელიც საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ნახევარმცველზე, პოლ პოგბაზეა გადაღებული, კინოფილმების უმსხვილეს ონლაინ ბაზაზე, IMDB-ზე, ყველაზე დაბალი 1-ქულიანი (10-დან) შეფასება აქვს. Amazon Prime-ს დოკუმენტური ფილმი 6 342 შემფასებლიდან 1 ქულით 6007-მა ადამიანმა შეაფასა, რაც საერთო ხმების 94,7%-ია. Pogmentary-მ უმაღლესი შეფასება მხოლოდ 233 ადამიანისგან დაიმსახურა. ყველაზე დაბალრეიტინგიან სერიალებს შორის მეორე ადგილს თურქული მიუზიკლი - Iste Bu benim Masalim-ი იკავებს. პოლ პოგბა ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' 2016 წლიდან თამაშობს. 29 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში ,,წითელი ეშმაკების'' მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.


სხვა სტატიები