Belive

პოლ სქოულზი ლუკაკუს აკრიტიკებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, პოლ სქულზმა რომელუ ლუკაკუს შესახებ ისაუბრა.  "მანამ სანამ გუნდის ძირითადი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუა, მანჩესტერი ტიტულებს ვერ მოიგებს. ვთვლი, რომ ის არ შრომობს. ახლა კარგ ფორმაშია, თუმცა არ მომწონს. გოლები გააქვს, მაგრამ ეს დროებითია. ლუკაკუ ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ ის არ შეეფერება ინგლისურ გრანდს". პოლ სქოულზმა მარსიალისა და რეშფორდის შესახებაც ისაუბრა. მას არ სწამს, რომ ეს ფეხბურთელები შეძლებენ ბელგიელის სათანადოდ შეცვლას, რადგან ჟოზე მოურინიო მარსიალსაც და რეშფორდსაც ფლანგზე ათამაშებს. რომელუ ლუკაკუ "მანჩესტერ იუნაიტედში" 2017 წელს "ევერტონიდან" 85 მილიონ ევროდ გადავიდა. "წითელი ეშმაკების" მაისურით 62 შეხვედრაში 31 ბურთის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები