Belive

პოლ სქოულზი: "მარსიალი კარგი ცენტრ-ფორვარდი არ არის"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა პოლ სქოულზი "წითელი ეშმაკების" ცენტრალურ თავდამსხმელს ენტონი მარსიალს აკრიტიკებს. "თუ მარსიალის სიძლიერეზე მკითხავთ, გეტყვით, რომ ის არ არს კარგი ცენტრ-ფორვარდი მე არ ვფიქრობ, რომ მას ცენტრალური თავდამსხმელის აგებულება აქვს. ის არ არის სათანადოდ კარგი, როცა მეტოქის კარისკენ ზურგით დგას. თუმცა, როდესაც ის ბურთს მიიღებს და მის წინააღმდეგ მეტოქეა, ეს სხვა სიტუაციაა", - თქვა ვეტერანმა ინგლისელმა ნახევარმცველმა. კითხვაზე არის თუ არა ის ფეხბურთელი, რომელიც ნდობას იმსახურებს, სქოულზი პასუხობს: "ნამდვილად. ის ცოტათი გუნება-განწყობილებაზეა დამოკიდებული, თუმცა ნდობას ნამდვილად იმსახურებს. წინა სეზონში, 24 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 23 გოლის გატანა და 12 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, რის მერეც გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში, "წითლებმა" თურქულ "ბასაქშეჰირს" - 4:1 სძლიეს და 9 ქულა დააგროვეს, რა შედეგითაც ჯგუფში პირველ ადგილას იკავებენ.  

სხვა სტატიები