Belive

პოლ სქოულზმა მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი გააკრიტიკა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"წითელი ეშმაკების" ლეგენდა, პოლ სქოულზი ესპანელი ნახევარმცველის პერფორმანსით უკმაყოფილო დარჩა, თუმცა რიო ფერდინანდი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" წარუმატებლობის მთავარი მიზეზი თავდაჯერებულობის არქონაა. პოლ სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედის" რამდენიმე ფეხბურთელის შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანა, მისი კრიტიკის მთავარი ობიექტი კი ანდერ ერერა გახდა. სქოულზის აზრით, ერერას ადგილი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში არაა. ენტონი მარსიალისა და ჯესი ლინგარდის გოლების წყალობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "არსენალთან" მარცხს გადაურჩა. აღსანიშნავია, რომ ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი გუნდის მდგომარეობა უკანასკნელი 4 ტურის შემდეგ კიდევ უფრო გართულდა. "წითელი ეშმაკები" 23 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფებიან და პრემიერლიგის ლიდერ "მანჩესტერ სიტის" სოლიდური სხვაობით ჩამორჩებიან. პოლ სქოულზი და რიო ფერდინანდი უკმაყოფილო არიან კლუბის მიერ ნაჩვენები უარყოფითი რეზულტატით და რამდენიმე ფეხბურთელის მიმართ კრიტიკას არ იშურებენ. სქოულზის განსაკუთრებული აღშფოთება ანდერ ერერამ დაიმსახურა. "თუ ერერას არ შეუძლია 20 მეტრის დაშორებით მდგარი პოგბასათვის მარტივი პასის გაკეთება "მანჩესტერ იუნაიტედში" არაფერი ესაქმება", - აღნიშნა სქოულზმა.

სხვა სტატიები