Belive

პოლონელი ფორვარდის საოცარი სტატისტიკა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პოლონეთის ნაკრებისა და იტალიური "ჯენოას" 23 წლის ცენტრფორვარდი, კრისტოფ პიატეკი საოცარ ფორმაშია. მან დღეს, სერია A-ს მე-6 ტურის მატჩში, მასპინძელ "ფროსინონეს" ორი გოლი გაუტანა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. 23 წლის პოლონელი ფეხბურთელის ანგარიშზე 6 თამაშში 8 გოლია და სერია A-ს ბორბარდირთა დავაში ერთპიროვნული ლიდერია. მას ტოპ-კლუბები უკვე ძალიან სერიოზულად აკვირდებიან. პოლონელმა თავდამსხმელმა, რომელიც თამაშის სტილით ძალიან ჰგავს რობერტ ლევანდოვსკის, არაერთ გრანდს გაუღვივა ინტერესი. მიუნხენის ბაიერნი, ტურინის იუვენტუსი, რომა, დორტმუნდის ბორუსია, მადრიდის ატლეტიკო - პიატეკზე ბევრი ფიქრობს. პიატეკი იტალიურ კლუბს ზაფხულში შეურთდე, იგი "ჯენოამდე" პოლონურ "კრაკოვიაში" თამაშობდა. იტალიურმა კლუბმა მისი შეძენა 4.5 მილიონ ევროდ შეძლო, ახლა პიატეკის ფასი თამაშიდან თამაშამდე იზრდება. პოლონელს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული და ცხადია, რომ "ჯენოა" მას იაფად აღარ დათმობს. სულ რაღაც ორ თვეში მისი ფასი 4,5 მილიონიდან 30 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სხვა სტატიები