Belive

პოლონელი, რომელსაც ბარათები უყვარს - უეფამ საქართველოსა და მაკედონიის მატჩში მსაჯი დაამტკიცა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრას პოლონელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. სკოპიეში გასამართი შეხვედრის მთავარი არბიტრი ბარტოშ ფრანკოვსკი იქნება. 34 წლის რეფერი, რომელსაც საქართველოსთან გადაკვეთა აქამდეც ჰქონია. მან 2015 წელს, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე გამართულ უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს უხელმძღვანელა, რომელშიც ქართველმა ახალგაზრდებმა თურქ თანატოლებს - 2:1 სძლიეს. იქ გოლები გიორგი თევზაძემ და გურამ გოშთელიანმა გაიტანეს, გუნდის კაპიტანმა ილია კერძევაძემ კი ყვითელი ბარათი მიიღო. ჩვენი მეტოქე ფრანკოვსკიმ 4-ჯერ გააფრთხილა. პოლონელ რეფერის ბარათების გამოყენება ძალიან უყვარს, მან მიჯრით სამ მატჩში ფეხბურთელები 5-ჯერ გააფრთხილა, ბოლო 13 შეხვედრაში სულ მცირე 3 ბარათი გამოიყენა, სამჯერ კი სიტუაცია მოთამაშის გაძევებით დასრულდა.

სხვა სტატიები