Belive

პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციასა და ჯერარდს შორის მოლაპარაკებები გრძელდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ასტონ ვილადან" წასვლის შემდეგ, სტივენ ჯერარდზე მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა. ინგლისელ სპეციალისტს, პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად მოიაზრებს.

პოლონური გამოცემა Meczyki-ის ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატზე იმედგამაცრუებელი გამოსვლის შემდეგ, ფედერაციამ მოლაპარაკებები "ლივერპულის" ლეგენდასთან დაიწო. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, საუბარი ჯერარდსა და პოლონურ მხარეს შორის კვლავ მიმდინარეობს.

დიდია იმის შესაძლებლობა, რომ ჩესლავ მიხნიევიჩი 42 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა შეცვალოს. პოლონურ მედიაზე დაყრდნობით, ყველაფერი დასასრულისკენ მიდის და კვირის ბოლოს უკვე ყველას გვეცოდინება თუ ვინ იქნება პოლონეთის ნაკრების თავკაცი.

სხვა სტატიები