Belive

პოლონეთის სპორტის მინისტრი რუსეთზე: "მსოფლიო სპორტში დამნაშავეების ადგილი არ არის“

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა, კამილ ბორტნიჩუკმა განაცხადა, რომ ქვეყანა მხარს უჭერს რუსეთის ყველა სპორტული ღონისძიებიდან მოკვეთის იდეას. „რამდენიმე კვირის წინ ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის კოლეგასთან შეხვედრა გვქონდა. ჩვენი ამოცანაა, შევუზღუდოთ რუს სპორტსმენებს საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის შესაძლებლობა. დღეს აუცილებელია, რომ ვიმოქმედოთ!
ჩვენ მომხრე ვართ, რომ რუსები ყველა სპორტული ფედერაციიდან გაირიცხონ. ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობით, ეს უნდა მოხდეს მანამ, სანამ არ დაიწყება სამშვიდობო პროცესები. ბუჩაში მომხდარის შემდეგ, პოლონეთის ხმა ევროპაში ყველასთვის გასაგები უნდა იყოს - მსოფლიო სპორტში დამნაშავეების ადგილი არ არის“, - ამბობს კამილ ბორტნიჩუკი.

სხვა სტატიები