Belive

პორტო VS ატლეტიკო | მადრიდელები ევროტურნირზე დასარჩენად იბრძოლებენ

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

დღეს "პორტოს" მთავარი მიზანი B ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება იქნება, ხოლო "ატლეტიკო" მესამე ადგილის მოპოვებას შეეცდება, რათა მადრიდელებმა ევროტურნირზებზე ასპარეზობა გააგრძელონ.

წინა შეხვედრაში სიმეონეს გუნდმა "ლევერკუზენთან" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. იმისათვის, რომ "ატლეტიკოს" 1/8 ფინალში თამაშის შანსი შეენარჩუნებინა გერმანული კლუბი უნდა დაემარცხებინა. მატჩის ფინალი საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა. მაშინ, როცა ანგარიში 2:2 იყო, 95-ე წუთზე “ლევერკუზენის” კარში პენალტი დაინიშნა, რომლის შესასრულებლადაც იანიკ კარასკო მივიდა. თითქოს მოვლენები მადრიდელთა საკეთილდღეოდ ვითარდებოდა, მაგრამ “ლევერკუზენს” მხსნელად ჰრადეცკი მოევლინა და მეკარემ თერთმეტმეტრიანი მოიგერია. მიუხედავად “ატლეტიკოს” მცდელობებისა, მათ ეს შეხვედრა ვერ მოიგეს და მატჩი 2:2 დასრულდა.

3469506-70775288-2560-1440

"პორტომ" ამ სეზონში B ჯგუფის ხუთი მატჩიდან სამი მოიგო და ორი წააგო, რის შედეგადაც მათ ცხრა ქულა დააგროვეს და მერვედფინალში ადგილი გაინაღდეს. იმ შემთხვევაში თუ, პორტუგალიელები "ატლეტიკოს" დაამარცხებენ ხოლო, "ბრიუგე" "ლევერკუზენთან" ქულებს დაკარგავს, ისინი პირველ ადგილზე გადაინაცვლებენ. თუ პორტუგალიურ-ესპანური დაპირისპირება ფრედ დასრულდება, მაშინ "ლევერკუზენმა" "ბრიუგე" უნდა დაამარცხოს, რომ "პორტუმ" ჯგუფის ლიდერობა მოიპოვოს. აღსანიშნავია, რომ კონსეისაოს გუნდმა 2022-2023 ჩემპპიონთა ლიგის სეზონი "ატლეტიკოსთან" და "ბრიუგესთან" მარცხით დაიწყო, მაგრამ პორტუგალიელებმა ბოლო სამი მატჩი გოლის გაუშვებლად მოიგეს.

დღეს "პორტუს", ტრავმის გამო, პეპე და ჟოაო მარიო გამოაკლდება, ხოლო მატეუშ ურიბე და დავიდ კარმო, გასულ კვირას "ბრიუგესთან" მატჩში მიღებული ბარათების გამო, თავის გუნდს ვერ დაეხმარებიან.

მადრიდელებიც დანაკლისით ხვდებიან ამ შეხვედრას. სიმეონე დღევანდელ შეხვედრაში ტომა ლემარს, კოკესა და ლიორენტეს ვერ გამოიყენებს.

შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 21:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები