Belive

პორტსმუტის სამ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სულ ცოტა ხნის წინ "პორტსმუტის" ოფიციალურმა საიტმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდის სამ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. რამდენიმე დღის წინ გუნდის ყველა წევრმა გაიკეთა ტესტი, ხოლო დღეს ჯეიმს ბოლტონს, ენდი ქენონს და შონს რაჯეტს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამ მომენტისთვის სამივე ფეხბურთელი თვითიზოლაციაში იმყოფება. გუნდის დანარჩენ წევრებს ჯერჯერობით დაავადება არ დაუდგინდათ, თუმცა რამდენიმე ფეხბურთელის პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის და გუნდის ხელმძღვანელობა მოლოდინის რეჟიმზეა გადასული.

სხვა სტატიები