Belive

პორტუგალიაში კრიშტიანუ რონალდუს სახლი გაქურდეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე კრიშტიანუ რონალდუს სახლი გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ძარცვა იმ დროს მოხდა, როდესაც რონალდუ პორტუგალიისა და ესპანეთის მატჩში იღებდა მონაწილეობას. ადგილობრივი პოლიციის მტკიცებით, მძარცველმა სახლში შეღწევა ავტოფარეხიდან შეძლო. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის სახლიდან პირადი ნივთებია მოპარული - მათ შორის რონალდუს მიერ ხელმოწერილი "იუვენტუსის" მაისური. ადგილობრივმა პოლიციამ ქურდობის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. ამ დროისათვის მოპარული ნივთების სრული რაოდენობის შესახებ, დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. შეგახსენებთ, კუნძულ მადეირაზე მდებარე ვილა 7 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

სხვა სტატიები