Belive

პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი: "რონალდუ რონალდინიო არ გახდება" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო სანტუშმა გუნდის კაპიტნის და ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე ისაუბრა. "რონალდუ მზად არის 40 წლამდე ითამაშოს, მაგრამ მან არ იცის, ეს მოხდება თუ არა. მან შესაძლოა მიაღწიოს გარკვეულ დონეს და იგრძნოს, რომ საკუთარ თავში აღარ გრძნობს იმავე ძალებს. ის არ არის იმ მოთამაშეთა რიცხვში, რომლებიც მზად არიან დანებდნენ.  ის თავისით დატოვებს ფეხბურთს, როცა იგრძნობს, რომ დრო მოვიდა. როდესაც ის გრძნობს, რომ აღარ შეიძლება იყოს რონალდუ, ის არ იქნება რონალდინიო. "რონალდინიო" - ბრჭყალებში, ბრაზილიელ რონალდინიოსთან არ უნდა აგვერიოს", - თქვა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მწვრთნელმა. 35 წლის თავდამსხმელმა 2020 წელს ეროვნულ გუნდში მე-100 და 101-ე გოლები გაიტანა და ფეხბურთის ისტორიაში მეორე მოთამაშე გახდა, რომელმაც ეროვნულ გუნდში სულ მცირე 100 ბურთის შედგება შეძლო. ყველა დროის საუკეთესო სანაკრებო ბომბარდირის ალი დაეის რეკორდამდე რონალდუს 8 გოლი აშორებს.  

სხვა სტატიები