Belive

პორტუმ გიორგი აბუაშვილი ოფიციალურად წარადგინა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პორტუმ" გიორგი აბუაშვილი ოფიციალურად წარადგინა. 18 წლის ქართველი ვინგერი პორტუგალიურ გუნდში "დინამო თბილისიდან" გადავიდა. როგორც ცნობილია, თავდაპირველად აბუაშვილი "პორტუს" B გუნდში ითამაშებს.

"ეს ოცნების ასრულებაა. მოუთმენლად ველოდები პირველ გუნდში დებიუტს," - თქვა გიორგიმ.
გიორგი აბუაშვილი სწორედ თბილისური გუნდის აღზრდილია. "დინამოს" რიგებში მან 6 მატჩის ჩატარება მოახერხა. Transfermarkt-ის თანახმად, "პორტუმ" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 240 ათასი ევრო გადაიხადა. რაც შეეხება "პორტუს" B გუნდს, ის უკვე 8 წელია პორტუგალიის მეორე ლიგაში ასპარეზობს.

სხვა სტატიები