Belive

პორტუს მწვრთნელს კითხვები არ დაუსვეს - მან პრესკონფერენცია დატოვა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "პორტუმ" "იუვენტუსი" მძიმე ბრძოლაში, ორი მატჩის ჯამში 4:4 სტუმრად გატანილი გოლის წყალობით დამაარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. თამაშის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე პორტუგალიელთა მთავარი მწვრთნელი, სერხიო კონსეისაო წარსდგა. როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ჩემპიონთა ლიგის პრესკონფერენციებს მედიის წარმომადგენლები Zoom-ის მეშვეობით ესწრებიან. კონსეისაოს პრესკონფერნეცია კი საკმაოდ უცნაური გამოდგა, 46 წლის სპეციალისტს კითხვები არავინ დაუსვა, მან კი დარბაზი სულ რაღაც 1 წუთში დატოვა. "პორტუს" მედია ოფიცერმა ჟურნალისტებს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა კითხვის დასმის სურვილი არავის გამოუთქვამს. სერხიომ ბოლოს ისიც იკითხა, ესწრებოდნენ თუ არა პორტუგალიელი ჟურნალისტები პრესკონფერნეციას.

სხვა სტატიები