Belive

პრედრაგ მიატოვიჩი: "მოურინიო რეალში დაბრუნდება"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, პრედრაგ მიატოვიჩმა, გუნდში ჟოზე მოურინიოს დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. "ფლორენტინო პერესი პორტუგალიელს ძალიან დიდ პატივს სცემს. ჩემი აზრით, როდესაც "რეალში" ახალი მწვრთნელის დანიშვნასთან დაკავშირებით საუბარი იწყება, პერესი მაშინვე მოურინიოს უკავშირდება. შესაბამისად, ვფიქრობ რომ "რეალში" მოურინიოს დაბრუნების დიდი ალბათობა არსებობს," განაცხადა პრედრაგ მიატოვიჩმა. შეგახსენებთ, რომ მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი ამჟამად არგენტინელი სანტიაგო სოლარია, რომელთანაც "სამეფო კლუბმა" კონტრაქტი 2021 წლამდე გააფორმა.

სხვა სტატიები