Belive

პრემია და ახალი კონტრაქტი 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" მმართველები მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარი მეკარის მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გამოსვლით აღფრთოვანებულები არიან და ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურთ. როგორც Marca წერს, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელები კარგი გარჯისთვის 27 წლის გოლკიპერის ჯერ ფინანსურ წახალისებას, მერე კი მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებენ. ამჟამინდელი კონტრაქტი მხარეებს შორის 2017 წელს გაფორმდა და 2022 წლამდე მოქმედებს. ტერ შტეგენი მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" აღზრდილია, ის კატალონიურ გრანდში 2014 წელს გადაბარგდა. ამ სეზონში ტერ შტეგენმა "ლურჯ-ბროწეულისფერების" მაისურით 8 შეხვედრა ჩაატარა, 10 გოლი გაუშვა და ერთხელ საგოლე პასიც კი გააკეთა.

სხვა სტატიები