Belive

პრემიერ ლიგა - დიდების დარბაზის ცერემონიალი გადაიდო!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მესვეურებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ დიდების დარბაზის პირველი წევრების ვინაობა 19 მარტს უნდა გამხდარიყო ცნობილი, თუმცა ეს ცერემონიალი კორონავირუსის საფრთხის გამო გადაიდო. ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის ცნობილი, თუ როდის ჩატარდება დიდების დარბაზის ცერემონიალი და თუ რომელი ფეხბურთელები გახდებიან ამ დარბაზის პირველი წევრები, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, ცერემონიალი 3 აპრილს გაიმართება.

პრემიერ ლიგის დიდების დარბაზის პირველ ორ წევრს ლიგის მესვეურები შეარჩევენ – შემდეგი ეტაპიდან კი ფანებსაც ექნებათ ხმის მიცემის შესაძლებლობა. პირველი ორი წევრის ვინაობის შესახებ სპეკულაციები უკვე დაწყებულია. არაერთი ფანის მტკიცებით, ყველაზე რეალური კანდიდატი ალან შირერია – “ნიუკასლის” ყოფილი ვარსკვლავი დღემდე პრემიერ ლიგის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია. მეორე წევრად კი რაიან გიგზი სახელდება – “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა 13 ტიტული მოიპოვა და ყველაზე მეტი შედეგიანი საგოლე გადაცემა შეასრულა.  

სხვა სტატიები