Belive

პრემიერ ლიგა მატჩის წინ ჩამუხვლასთან დაკავშირებით ცვლილებებს აპირებს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

პრემიერლიგის გუნდების კაპიტნებმა ახალ პროტოკოლს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც შეზღუდვები რასიზმის წინააღმდეგ ჟესტებს შეეხება. პრემიერლიგამ დაადასტურა, რომ ცვლილებები მუხლის მოდრეკის ჟესტს შეეხება. მოთამაშეები ყოველი მატჩის წინ მუხლს აღარ მოიდრეკენ და აღნიშნული ქმედება მხოლოდ კონკრეტული თამაშებისთვის იქნება შესაძლებელი. ოცივე კლუბის კაპიტანი ამ ცვლილებას დათანხმდა. იქვე დასძინეს, რომ რასიზმის ადგილი ფეხბურთში არაა.

 „ჩვენ კვლავ გამოვხატავთ სოლიდარობას იმ ხალხის მიმართ, ვინც რასიზმის მსხვერპლია და მტკიცედ ვრჩებით ჩვენს აზრზე. არცერთი ჩვენგანი ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ რასიზმი აღმოვფხვრათ და შევქმნათ საზოგადოება, რომელიც განმსჭვალული იქნება ერთმანეთისადმი პატივისცემით.“
ფეხბურთელები მუხლს მხოლოდ გარკვეული მატჩების წინ მოიდრეკენ. ფეხბურთელებს პრემიერ ლიგის გახსნით ტურში, სპეციალურ ტურებში სახელწოდებით "რასიზმის ადგილი არ არის", Boxing Day-ის მატჩებზე, სეზონის ფინალური მატჩებზე, FA თასის და ლიგის თასის ფინალის წინ შეეძლებათ ანტირასისტული ჟესტის შესრულება.

სხვა სტატიები