Belive

პრემიერ ლიგა მომავალ სეზონს სატრანსფერო ცვლილებით შეხვდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგის 2020/21 სეზონში სატრანსფერო ცვლილება განხორციელდება. უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა სეზონის სტარტის წინ იხურება - გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო სეზონიდან ინგლისურ გუნდებს ტრანსფერების განხორციელება აგვისტოს ბოლომდე შეეძლებათ. აღნიშნულ ინიციატივას "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" თავიდანვე უჭერდნენ მხარს მოგვიანებით კი "ლივერპულის", "არსენალისა" და "ტოტენჰემის" წარმომადგენლებმაც განაცხადეს თანხმობა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვის თაობაზე, მერსისაიდული გრანდის თავკაცმა აღნიშნა, რომ მისთვის თარიღს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ კარგი იქნება თუ ინგლისსა და ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა ერთი და იგივე დროს დაიხურება.

სხვა სტატიები