Belive

პრემიერ ლიგა ფეხბურთის წესები იცვლება

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის საფეხბურთო ლიგაში ცვლილებებია - მომდევნო სეზონიდან, პრემიერ ლიგის 20 გუნდი ახალი წესებით ითამაშებს.

#1 ცოცხალი კედელი

საჯარიმო დარტყმისას, კედელში მხოლოდ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები უნდა იდნენ. საჯარიმო დარტყმის შემსრულებელი გუნდის ფეხბურთელებს, ცოცხალ კედელთან 1 მეტრის სიახლოვეში ყოფნა ეკრძალებათ.

#2 გოლის გადამეტებული ემოციით აღნიშვნა 

ფეხბურთელებს, რომლებიც გოლის გატანისას გადაჭარბებულ ემოციებს გამოხატავენ (გულშემატკივრებში შევარდნა, მაისურის გახდა და სხვ.), მსაჯი ჩვეულებისამებრ ყვითელ ბარათს უჩვენებს. თუკი ფეხბურთელის გაფრთხილების შემდეგ VAR-ის გადაწყვეტილებით, გოლი გაუქმდება, ყვითელი ბარათი მანც ძალაში რჩება.

#3 უფრო მეტი VAR-ის შესახებ

ინგლისური ფეხბურთის ასოციაციაში დააზუსტეს, რომ მომდევნო სეზონში, VAR-ს მხოლოდ თამაშის ბედის გადამწყვეტ მომენტებში გამოიყენებენ - მაგალითად, გოლის ჩათვლა ან წითელი ბარათის ჩვენება.

#4 პენალტები

მომდევნო სეზონიდან, მეკარეებს კარის ხაზის უკან დგომა, მეტოქის დასაბნევად უცნაური მოძრაობების შესრულება და კარის ჩარჩოზე შეხება ეკრძალებათ.

#5 ხელით თამაში

თუკი ფეხბურთელი გოლის გატანისას, შემთხვევით ხელს გამოიყენებს, გოლი გაუქმდება. ფაქტი, რომ ფეხბურთელს ხელი განზრახ არ გამოუყენებია, არ გამართლდება.

#6 სადავო გდება

ბურთის სადავო გდება უქმდება. მატჩის შეჩერებისას, ბურთი დაუბრუნდება იმ გუნდს, რომელიც ბურთს პაუზამდე აკონტროლებდა. შესაბამისად, მათი ნება იქნება, თუკი მოწინააღმდეგეს Fair Play-ის დაცვით ბურთს დაუბრუნებენ.

#6 ბურთის თამაშში შეყვანა

მომდევნო სეზონიდან, როდესაც მეკარე ბურთის თამაშში შეყვანას დააპირებს, მის თანაგუნდელებს საჯარიმო მოედანში შესვლის უფლება მიეცემათ.  

სხვა სტატიები