Belive

პრემიერ ლიგამ 2021/22 წლების სეზონის ოფიციალური ბურთი წარადგინა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგამ 2021/22 წლების სეზონისთვის ახალი სათამაშო ბურთი წარადგინა. ბურთის მწარმოებელი ამერიკული სპორტული კომპანია "ნაიკია". რაც შეეხება დიზაინს, ბურთის მთავარი ფერი თეთრია და მასზე შავი და ნარინჯისფერი წრეებია დატანილი.
No description available.
ახალი სეზონიდან პრემიერ ლიგაში კიდევ ერთი ცვლილება იქნება. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, მომდევნო გათამაშებაში თამაშგარის წესი შეიცვლება და VAR-ის სისტემაში ცვლილებები შევა. დეტალურად, ამ სიახლის შესახებ იხილეთ აქ: ცვლილებები VAR-ის სისტემაში: პრემიერ ლიგაში თამაშგარის ახალი წესი ამოქმედდება. პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონში “მანჩესტერ სიტიმ” 86 ქულა დააგროვა, უახლოეს მდევარ “მანჩესტერ იუნაიტედს” 12-ით გაასწრო და ჩემპიონობა ბოლო 4 წელიწადში მესამედ, ისტორიაში კი მეშვიდედ მოიგო.

სხვა სტატიები