Belive

პრემიერ ლიგამ შესაძლოა ავსტრალიაში გადაინაცვლოს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"The sun" ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა პრემიერ ლიგის სეზონი ავსტრალიაში გაგრძელდეს. ავსტრალიაში ამჟამად კორონავირუსის 6799 შემთხვევაა დაფიქსირებული, 95 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5814 გამოჯანმრთელდა, მკურნალობას კი  890 ადამიანი გადის. მთავრობამ გარკვეული შეზღუდვები უკვე მოხსნა. ავსტრალიის მთავრობამ და პრემიერ ლიგის ხელმძღვანელობამ უკვე ისაუბრეს და ინგლისელებს ეს იდეა მოეწონათ. უნდა შეირჩეს 10 სტადიონი, სადაც გუნდები მატჩების გამართვას შეძლებენ. იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკება შედგება, საფეხბურთო მატჩები უმაყურებლოდ ჩაივლის. ყველაფერს ნათელი რამდენიმე დღეში მოევლინება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

სხვა სტატიები