Belive

პრემიერ ლიგაში დარჩენა ევერტონის ფანებმა ჩემპიონობის მსგავსად აღნიშნეს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის 37-ე ტურის შეხვედრაში, "ევერტონი" საკუთარ მოედანზე "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდა. "გუდისონ პარკზე" შეკრებილმა პუბლიკამ ნამდვილი საფეხბურთო დრამა იხილა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ "კრისტალ პალასთან" მოპოვებული გამარჯვების შედეგად, "ევერტონმა" პრემიერ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. პრემიერ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, “ევერტონს” მოწინააღმდეგის დამარცხება ესაჭიროებოდა, თუმცა “გუდისონ პარკზე” მოვლენები მასპინძელთათვის კატასტროფულად დაიწყო. პირველი ტაიმის 0:2 მარცხის შემდეგ, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მერსისაიდელები მატჩის გადარჩენას ვერ შეძლებდნენ, თუმცა “ევერტონმა” გასაოცარი “ქამბექი” შემოგვთავაზა და მოწინააღმდეგე 3:2 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი, დომინიკ კალვერტ-ლევინმა მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გაიტანა. შეხვედრის მთავარი არბიტრის საფინალო სასტვენის შემდეგ, "ევერტონის" ფანები მოედანზე შეიჭრნენ და პრემიერ ლიგაში დარჩენა ისე აღნიშნეს, თითქოს გუნდმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფანების გარკვეული ნაწილი "კრისტალ პალასის" მთავარ მწვრთნელსაც დაუპირისპირდა - პატრიკ ვიეირასთან დაპირისპირება ერთ-ერთი ფანისთვის მძიმე შედეგით დასრულდა.

სხვა სტატიები